"დახმარება გზაშია": ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ საპროტესტო აქციები
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მან აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება“.
„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი დაწესებულებები!!!... დახმარება გზაშია“, დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ში.
პოსტში ტრამპმა დაწერა მოწოდება, დააფიქსირონ „მკვლელებისა და მოძალადეების“ სახელები.