ოთხამდე გაიზარდა ხარკოვში დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი
სინეგუბოვმა თავდაპირველად ორი დაღუპულის შესახებ ცნობა გაავრცელა.
რუსეთის სამხედროებმა ღამით უკრაინაზე კომბინირებული იერიში მიიტანეს, კიევს, ხარკოვს და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებს დაარტყეს.
სინეგუბოვს არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც ხარკოვის საოლქო პროკურატურა აცხადებს, რუსმა სამხედროებმა "ახალი ფოსტის" ტერმინალს დაარტყეს.
რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით - უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, საზენიტო-სარაკეტო სისტემებით.