კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვის გამონათქვამის გამო სომხეთში რუსეთის ელჩს ნოტა გადასცეს
რუსეთის ელჩი სომხეთში, სერგეი კოპირკინი, ორშაბათს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადასცეს ნოტა, რომელშიც გამოთქმული იყო „ღრმა აღშფოთება სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
როგორც სამინისტრომ განაცხადა, „ხაზი გაესვა იმას, რომ ეს არის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიუღებელი ხელყოფა“ და „სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების...