NYT: ვენესუელის სამხედროებმა ვერ შეძლეს რუსეთისგან მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება
ვენესუელის სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს რუსეთისგან მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება, რამაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაუცველი გახადა აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი ოჯახის გატაცებით დასრულდა, იტყობინება The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით, ასევე ფოტოების, ვიდეოებისა და თანამგზავრული სურათების საკუთარი ანალიზის საფუძველზე.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთიდან მიიღო S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ასევე საჰაერო თავდაცვის კომპლექსი „ბუკი“.