გუტერეში ირანის მთავრობას "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში "შეძრულია" ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით.
როგორც გაეროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას გადაჭრით მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" გამოყენება.
გუტერეში ირანის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, "გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს...