უკრაინის ქალაქებზე დრონებით შეტევა გრძელდება
კიევში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მუშაობს. დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში. ქალაქის ადმინისტრაცია მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ღამით ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტი. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი ლისაკმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემა გამართულად მუშაობს.
გასულ კვირაში, თავდასხმის შემდეგ კიევში ათასობით საცხოვრებელი კორპუსი დარჩა გათბობის გარეშე.