აშშ-მა გაყინა ვენესუელის ნავთობის გაყიდვით მიღებული მოგება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც, თეთრი სახლის განმარტებით, აშშ-ის ხაზინაში ვენესუელის ნავთობით მიღებულ მოგებას იცავს იურიდიული პროცესებისგან, საიმისოდ, რომ ეს მოგება შენახული იყოს და მოხმარდეს "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებს". ბრძანება საგანგებო ნებართვის გარეშე ამ სახსრებთან მიმართებით ნებისმიერ ოპერაციას კრძალავს.
თეთრი სახლი განმარტავს, რომ მოგება ვენესუელის საკუთრებად რჩება და მას აშშ-ის ხელისუფლება განაგებს - ხოლო მისი დაცვა აუცილებელია საიმისოდ, რომ არ მოხდეს ამ სახსრების გატანა საჩივრებით...