ირანში კვლავ ქუჩებში რჩებიან საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები
ირანში მე-15 დღეა გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები. უსაფრთხოების ძალები მზარდ ძალადობას მიმართავენ დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახური “რადიო ფარდა” იუწყება, 11 იანვრის დილით თეირანის ქუჩებში კვლავ ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ათობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციების, დაპატიმრებებისა და ძალადობის შესახებ...