ვოლგოგრადის ოლქზე დრონების იერიშის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა
9-10 იანვარს ღამით ვოლგოგრადის ოლქის ოქტიაბრსკის რაიონში ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, ხანძარი გაჩნდა „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქმე ეხება ჟუტოვის ნავთობსაცავს. ამას ადასტურებს თვითმხილველების ფოტოები და ვიდეოები, ასევე რუსეთის სამხრეთის სატრანსპორტო პროკურატურის ანგარიში ჟუტოვოს სადგურთან ახლოს...