Euronews Georgia საქართველოს ამბების გაშუქებას წყვეტს
"ევრონიუს ჯორჯიას" მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაყურებელს მიაწვდიან მხოლოდ "ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ" Euronews-ის საერთაშორისო კონტენტს.
"ევრონიუს ჯორჯიამ" მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო და საერთაშორისო ახალ ამბებთან ერთად აუდიტორიას აწვდიდა ცნობებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით...