აშშ-მა დააკავა ტანკერი Olina, რომელსაც სანქციები ეხება - როგორც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილს
აშშ-ის სანაპირო დაცვამ 9 იანვარს ჩაატარა ოპერაცია კიდევ ერთი - მიმდინარე კვირაში უკვე მეხუთე - ტანკერის დასაკავებლად, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ერთად.
როგორც იუწყებიან, ტანკერი Olina იმყოფება კარიბის ზღვაში, ტრინიდადის ნაპირთან ახლოს. გამოცემა WSJ-ის თანახმად, სანაპირო დაცვის თანამშრომლები გადასხდნენ აღმოსავლეთი ტიმორის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ბორტზე.
ტანკერი უწინ ატარებდა სახელს Minerva M და ის შეყვანილი იყო აშშ-ის...