3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში აზრს დაკარგავს არჩევნები - TI „ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს აფასებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ქვეყანაში ყოველგვარ აზრს დაკარგავს ნებისმიერი მომავალი არჩევნები და დასრულდება წარმომადგენლობითი დემოკრატია“.