მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვს
გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭერები.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა მოითხოვა გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომა. მოგვიანებით ეს მოთხოვნა გაიმეორა გიგა ავალიანის ბიძამაც.
ზაზა ხატიაშვილის სიტყვებით, თუ 17 იანვრამდე გიორგი გვარაკიძე არ გადადგება, 15:00 სთ-ზე აქციას გამართავენ და გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შიმშილობას დაიწყებს.
„ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას.