4 ოქტომბრის საქმე: რა თქვეს სასამართლოში მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და პაატა მანჯგალაძემ
დღეს 8 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების სხდომაზე, განცხადებები გააკეთეს საქმის ფიგურანტებმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა იმ ვიდეოზე, რომელიც „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ სახელით გავრცელდა აქციის დაწყებამდე. რაც მტკიცებულების სახით ჰქონდა წარდგენილი სხდომაზე პროკურატურას. სხდომას არ დასწრებია „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.