ამერიკის ციხეში გარდაიცვალა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდადებული ოლდრიჩ ეიმსი
ამერიკის შტატ მერილენდის ციხეში გარდაიცვალა ოლდრიჩ ეიმსი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 1990-იან წლებში სსრკ-სა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო გასამართლებული. ამერიკულმა მედიამ 84 წლის ეიმსის გარდაცვალების შესახებ აშშ-ის ციხეების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. ის 5 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ გახმაურებულა.
The Washington Post-ისა და CBS-ის ცნობით, ეიმსის საქმიანობას მოჰყვა სულ მცირე 10 აგენტის სიკვდილი - ცენტრალური...