პროკურატურა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახთან შესახვედრად მზაობას გამოთქვამს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს ოქტომბერში მომხდარი ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახს.
ამასთან, პროკურატურის განცხადების მიხედვით, მზად არიან "ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა".
"საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის...