პუტინი შობას საიდუმლო სამხედრო ბაზაზე, ГРУ-ს ოფიცრების გარემოცვაში შეხვდა - მედია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კიდევ რამდენიმე, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, 7 იანვარს შობას აღნიშნავს.
კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო მოსკოვის ოლქში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. კონკრეტულად სად მდებარეობს ეს ტაძარი, კრემლს არ უთქვამს.
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ალექსანდრ იუნაშევი ტელეგრამზე წერდა, რომ პუტინი, როგორც „ჭეშმარიტი უმაღლესი მთავარსარდალი”, შობის დღესასწაულს გაატარებდა „სპეციალური...