თეთრი სახლი: აშშ-ის სამხედრო ძალები გრენლანდიაზე დაუფლების შესაძლო ვარიანტს წარმომადგენს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიაზე დაუფლების ვარიანტებს განიხილავენ, განაცხადა 6 იანვარს თეთრმა სახლმა და დასძინა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება ამ მიზნის მისაღწევად „ყოველთვის შესაძლო ვარიანტს წარმოადგენს.“
ცნობას ამის შესახებ ავრცელებს Reuters-ის სააგენტო, რომლის შეკითხვაზე თეთრმა სახლმა უპასუხა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად თქვა, რომ გრენლანდიის შეძენა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის.