ტრამპს არ სჯერა, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციას შეუტია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სჯერა, რომ უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე, რომელიც ნოვგოროდის ოლქში მდებარეობს. რუსეთმა უკრაინა 29 დეკემბერს დაადანაშაულა. კიევში მოსკოვის განცხადებებს ტყუილი უწოდეს.