შვეიცარიის სამთო კურორტზე კატასტროფული ხანძარი მაგიდის ფეიერვერკმა გამოიწვია
შვეიცარიაში გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ახალი წლის ღამეს ხანძრის კატასტროფა მაგიდის ფეირვერკმა, ე.წ. ბენგალიურმა შუშხუნებმა გამოიწვია. კატასტროფას 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 119 დაშავდა - უმეტესობა იმდენად მძიმედ, რომ მათი სიცოცხლე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
დაშავებულები მკურნალობენ ჟენევისა და ლოზანის დამწვრობის ცენტრებში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიაში. ექიმების თქმით, ბევრმა მიიღო არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი დამწვრობაც.