ასადის პორტრეტის გარეშე - სირიაში მიმოქცევაში შევიდა ახალი ბანკნოტები
2026 წლის იანვრიდან სირიაში მიმოქცევაში შევიდა ეროვნული ვალუტის, სირიული გირვანქის(სირიული ლირის) ახალი ბანკნოტები. მათზე აღარ არის ქვეყნის ყოფილი მმართველის, ბაშარ ასადის პორტრეტი.
ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000 წლიდან. მისი რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაემხო.
ახალ ბანკნოტებზე აღარ არის არც ბაშარ ასადის მამის, ჰაფეზ ასადის პორტრეტი. ის სირიას 1971-2000 წლებში მართავდა.
სირიის ცენტრალურმა ბანკმა პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მონაწილეობით 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამართა ახალი ბანკნოტების პრეზენტაცია.