ხარკოვთან მდებარე ეკოპარკს ბომბი მოხვდა, დაიჭრა თანამშრომელი, დაიღუპნენ ფრინველები, დაიჭრნენ ლომები
ხარკოვის მახლობლად მდებარე ეკოპარკზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, დაიღუპნენ ფრინველები, დაიჭრნენ ლომები, იტყობინება „სუსპილნე“ პარკის დამფუძნებელსა და ვერხოვნა რადის დეპუტატ ოლექსანდრ ფელდმანზე დაყრდნობით.
ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ტრავმა მიიღო 40 წლის ქალმა. ფელდმანმა დააზუსტა, რომ ქალი მოხალისედ მუშაობდა პარკში. ის საავადმყოფოში მოათავსეს.
„მთლიანად დანგრეულია მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველების ზამთრის საცხოვრებლები.