ფარცხალაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება სახელდება
ყოფილი მთავარი პროკურორის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში დევს ჩვენება რუსეთის ორი მოქალაქისა, რომლებიც, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში თავისი ფეხით მივიდნენ.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ორივე მოწმე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მეგობარი იყო. ისინი ჯერ საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს, შემდეგ კი - მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში.
ოთარ ფარცხალაძეს...