შიმშილობის ფონზე თამარ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
სამოქალაქო აქტივისტი, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "საპა", მეარაყიშვილის ადვოკატზე ალან ბაზაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ის ნორმალურ განწყობაზეა, მაგრამ ძლიერ სისუსტეს გრძნობს", - ამბობს ბაზაევი.
მისი სიტყვებით, თამარი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
დღეს, 30 დეკემბერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, გამოეხმაურა მეარაყიშვილის დაკავებას და ის შეაფასა უფლებადამცველის გამოხატვის...