რუსეთში არასასურველად მიიჩნიეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საქმიანობა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველად მიიჩნია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საქმიანობა.
უწყება აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს ანალიტიკური ცენტრი, რომელიც „უზრუნველყოფს პლატფორმას ანტირუსული გამოსვლებისთვის, მოხსენებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის დისკრედიტაციას, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით“.
გარდა ამისა, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი აფინანსებდა უცხოურ მედიასაშუალებებს, პირებს და ორგანიზაციებს...