პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჯარში მთელი წლის განმავლობაში გაწვევის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურში 18-დან 30 წლამდე ასაკის 261 000 ადამიანის გაწვევა.
გაწვევის ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება და წვევამდელები სამხედრო სამსახურის ადგილებში, როგორც ადრე, წელიწადში ორჯერ გაიგზავნებიან - 1 აპრილიდან 15 ივლისამდე და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე.
წელს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შემოდგომის გაწვევა რუსეთში 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო...