აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრებმა "ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები" განიხილეს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მომავალ წელს მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას.