აბრამოვიჩი "ჩელსის" თანხებს უკრაინას არ გადასცემს, სანამ ჯერსიში არ შეწყვეტენ მის წინააღმდეგ გამოძიებას
რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო ორგანიზაციას მანამდე არ გადაეცემა, სანამ ბრიტანეთის კუნძულ ჯერსის ხელისუფლება ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოძიებას შეწყვეტს.
„The Times“-ის ცნობით, კლუბის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 1,5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გაზეთის ცნობით, აბრამოვიჩი აპირებს უგულებელყოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოთხოვნა, რომ „ჩელსის“...