დენის ფასი არ შეიცვლება მომდევნო სამი თვე - სემეკის თავმჯდომარე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გადაწყვიტა ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები სამი თვით შეინარჩინოს. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა კომისიის სხდომის დაწყებამდე, დღეს 29 დეკემბერს დროებითი ტარიფები დადგინდება, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში არსებული ტარიფები უცვლელად დარჩება.
სემეკი ელექტროენერგიის საფასურის ზრდას დეკემბრის შუა რიცხვებში პროგნოზირებდა, მოგვიანებით, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი...