გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ბრიჟიტ ბარდო
გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ბრიჟიტ ბარდო. Le Figaro-სა და AFP-ის ცნობით, ის 91 წლის იყო.
ბრიჟიტ ბარდო 1934 წლის 28 სექტემბერს დაიბადა პარიზში. ის კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, ბავშვობიდან ცეკვავდა და შვიდი წლის ასაკიდან სწავლობდა ბალეტს. 13 წლის ასაკში ის სწავლობდა მუსიკისა და ცეკვის უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში.
14 წლის ასაკში ბარდომ მოდელის კარიერა დაიწყო. მოდების მოკლე ჩვენების შემდეგ ის შენიშნა Jardin des Modes-ის რედაქტორმა, შემდეგ ამას მოჰყვა გადაღებები Elle-ისთვის.
ბარდოს კინოკარიერა...