სუს-ში „ამორალურს“ და „მიუღებელს“ უწოდებენ ახალაიას ბრალდებას „ცოლის დაპატიმრებით“ მუქარაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბაჩანა ახალია ცრუობს, როცა უწყებას „ცოლის დაკავებით“ მუქარაში ადანაშაულებს.
სუს-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათთვის „განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია“ ბრალდება „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“.
„სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს - მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც.