შაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა - 5 ადამიანი დაშავდა კიევში
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს და სამიზნედ რამდენიმე რეგიონი აირჩიეს, მათ შორის ჩერნიგოვი, მიკოლაივი, ხარკივი და ჟიტომირი.
ეს იმ ფონზე, როცა კვირას, 28 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების ფარგლებში ხვდება.
აფეთქებები და ხანძრები რამდენიმე ლოკაციაში დაფიქსირდა, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც, სადაც მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე რამდენიმე აფეთქების შესახებ დაწერა და აღნიშნა...