ყაზახეთში წელს ასობით საქმე აღძრეს რუსეთის მხარეს საომრად უკრაინაში წასულთა წინააღმდეგ
წელს ყაზახეთში სარეკორდოდ ბევრი, 700-მდე საქმე აღძრეს ქვეყნის იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში წავიდნენ, რუსეთის მხარეს საომრად - იუწყება "მედიაზონა" პროექტ "მშვიდობით, იარაღოსთან" ერთობლივი დათვლის შედეგების საფუძველზე.
სასამართლოებს იდენტური განაჩენები გამოაქვთ როგორც გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლებისთვის, ისე იმ პირებისთვის, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს კონტრაქტები. ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ყველა მათგანმა "განახორციელა...