Bloomberg: ინდოეთის უმსხვილესმა კომპანიამ რუსული ნავთობის შეძენა განაახლა
ინდოეთის უმსხვილესმა მულტინაციონალურმა კომპანია Reliance-მა რუსული ნავთობის შეძენა განაახლა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Bloomberg-ი.
წყაროთა თანახმად, Reliance რუსულ ნავთობს შემცირებულ ფასად ყიდულობს არასანქცირებული მიმწოდებლებისგან და ქალაქ ჯამნაგარში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აგზავნის.
ინდოეთის ამ უმსხვილესმა მულტინაციონალურმა კომპანიამ რუსული ნავთობის შეძენა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2025 წლის 22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს...