„ე.ი. რაღაც უბედურება მოხდა“ - თამარ მეარაყიშვილის რვაწლიანი ბრძოლა
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 22 დეკემბერს დააკავეს და „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.