ეკლესიიდან განკვეთეს მონაზონი, რომელიც ეპისკოპოსი ჯამდელიანისა და ყოფილი ვიცე-გუბერნატორის დაპირისპირებაში ფიგურირებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზვნობა შეუჩერა და „ერისკაცობამდე დაიყვანა“ მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი), რომელიც ფიგურირებდა ამავე ეპარქიის ხელმძღვანელის, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანისა და ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი სინჯიკაშვილის დაპირისპირებაში.