რუსეთში მღვდელი დააჯარიმეს, პუტინის "შეშლილ მანიაკთან" შედარების გამო
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკი-ყუბანის სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესიის არაკანონიკურ ტაძარში მომსახურე მღვდელი, ილია სიგიდა დააჯარიმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შედარებისთვის "შეშლილ მანიაკთან" და კანიბალთან. სასულიერო პირი სახელმწიფოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს და ჯარიმის სახით 40 ათასი რუბლის (დაახლოებით 500 დოლარი) გადახდა დააკისრეს.
ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს 18 დეკემბერს, თუმცა მედიაში ეს ცნობა 24 დეკემბერს გავრცელდა. საქმის მასალების თანახმად, სიგიდამ...