პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი 90%-მდეა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის გაცხადებით, საქართველოში "სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია". მისი თქმით, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი, დაახლოებით, 90%-ს შეადგენს. ამის შესახებ, მან პროსახელისულებო ტელეკომპანია "იმედთან" კომენტარში განაცხადა.
მისი სიტყვებით "მაღალია ფასთა შორის სხვაობა ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით, კერძოდ შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20-დან 180%-მდე უფრო მაღალია", - ცინცაძის თანახმად...