„დღემდე ვსწავლობ ქართულს“ - თემურ ხვინგია, ქართველი ხელოვანი ესტონეთიდან
„მგონია, მამის ნაცვლად დედა რომ მყოლოდა ქართველი, ქართული ნამდვილად მეცოდინებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არტისტი თემურ ხვინგია, რომელსაც თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) ხელით ბეჭდვის ფესტივალზე შევხვდით. ქართველი ფოტოგრაფი და გალერისტი თემურ ხვინგია ესტონეთში ცხოვრობს.