ისრაელი აშშ-ს: ირანის სარაკეტო წვრთნების უკან შეიძლება დარტყმისთვის მზადება იმალებოდეს
ისრაელის სამხედრო დაზვერვამ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააფრთხილა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მოწყობილი სარაკეტო წვრთნები, შესაძლოა, რეალური დარტყმისთვის მზადების საფარი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ისრაელისა და ამერიკის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, 20 დეკემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, ეს ვითარება ტელეფონით განიხილა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელთან, ადმირალ ბრედ კუპერთან.