აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებს „პროდუქტიულსა და კონსტრუქციულს“ უწოდებენ
აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა 21 დეკემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ სამდღიან შეხვედრებს „პროდუქტიულ და კონსტრუქციულს“ უწოდებენ, თუმცა რაიმე გარღვევის შესახებ არაფერი უთქვამთ.
„უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა“, - ნათქვამია უკრაინის წარმომადგენელ რუსტემ უმეროვისა და აშშ-ის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაიამიში უკრაინის კონფლიქტის...