ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა პალესტინელთა ტერიტორიაზე - დასავლეთ ნაპირზე 19 ახალი დასახლების მშენებლობა დაამტკიცა
ისრაელის “უსაფრთხოების კაბინეტმა” დაამტკიცა გადაწყვეტილება19 ახალი დასახლების შექმნის შესახებ ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე - იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რაც - როგორც ეს ქვეყნის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.
ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის ოფისის განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით ბოლო სამი წლის განმავლობაში დამტკიცებული დასახლებების საერთო რაოდენობა 69-მდე გაიზარდა.
ამ ბოლო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა გაეროს განცხადებას...