პირველადი მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ
პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.
ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1366.
არჩევნების დასრულებას სოციალურ ქსელ facebook-ში გამოეხმაურა ირაკლი ყანდაშვილი:
“კოლეგებო და მეგობრებო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები წარმატებით დასრულდა და შედეგი უკვე ცნობილია! არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2855 ადვოკატმა, რაც ნათლად ასახავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობასა და ინტერესს ასოციაციის მომავლის მიმართ.