გერმანიამ შეაჩერა ისრაელში სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი, რომელიც შესაძლოა ღაზაში გამოიყენონ
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს „შემდგომ შეტყობინებამდე“. ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის ეს ნაბიჯი პასუხია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ დამტკიცებულ გეგმაზე, რომელიც ქალაქ ღაზის დაპყრობას ითვალისწინებს.
გერმანიას, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, აქამდე არ მიუღია მკაცრი ზომები ისრაელის მთავრობის მიმართ. ისრაელის სამხედრო გეგმები გააკრიტიკეს გაერომ, ჰუმანიტარულმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა...