ზელენსკი წერს, რომ უკრაინას ღამით 300-ზე მეტი დრონით და 30 რაკეტით დაესხნენ თავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ივლისის ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული შეტევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში კვლავ რჩებიან უპილოტო საფრენი აპარატები.
„დაიბომბა დონეცკის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხერსონის, ვოლინის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესისა და ჟიტომირის ოლქები. სუმში დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა - ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შოსტკაში განხორციელდა კომბინირებული დარტყმები. ოდესაში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი...