ვაშინგტონმა და კარაკასმა პატიმრები გაცვალეს
სალვადორის ციხეში მყოფი ვენესუელის 200-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც აშშ-დან იყვნენ დეპორტირებულები ორგანიზებულ დანაშაულთან შესაძლო კავშირების გამო, სამშობლოში დაბრუნდნენ.
მათი დაბრუნება განხორციელდა ვაშინგტონსა და კარაკასს შორის პატიმართა გაცვლის პროგრამის ფარგლებში.
პარალელურად, აშშ-ში დაბრუნდა 10 ამერიკელი, რომლებიც ვენესუელის ციხეებში იმყოფებოდნენ.
როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გათავისუფლებული ამერიკელები ჯერ სალვადორში ჩავლენ და იქიდან გააგრძელებენ გზას სამშობლოში.