პროევროპული აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს პროევროპული აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელიას, რომელსაც გასული წლის 1 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.