აშშ უარს ამბობს უცხოეთში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობის შეფასების პრაქტიკაზე - მედია
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს უცხოეთის ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის შეფასების პრაქტიკაზე.
შესაბამისი ინსტრუქცია სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეერთებული შტატების საელჩოებს 17 ივლისს გაუგზავნა. ამის შესახებ იუწყებიან სააგენტო Reuters-ი და გამოცემა Wall Street Journal-ი, რომლებიც ამ ინსტრუქციის შინაარსს გაეცნენ.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ახალი მითითების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ გააკეთებს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებს...