პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პროკურატურაში დაბარების შესახებ.
განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე...