რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
რომის პაპის ლეო XIV ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ის „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება.
„მსგავს დელიკატურ მომენტში მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხეებისგან თავისუფალი, უსაფრთხო სამყაროს შექმნისკენ სწრაფვა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს, რათა სამართლიანობაზე, ძმობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა შეიქმნას“, - ამბობს რომის პაპი.